კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც BrandsLAB.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.
მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში მომსახურების გაწევაში იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.
ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.
მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.
აქვე აცხადებს თანხმობას, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, BrandsLAB.ge ოპერატორმა მას მისივე სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კითხოს სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით (მაგალითისთვის: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, არსებული შემოსავალი და ა.შ). ამ ინფორმაციის ფინანსურ ინსტიტუტში გადაგზავნა ხდება მხოლოდ მომხმარებელთან დამატებითი თანხმობის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მომხმარებლის მიერ პირველადი განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულო ველის მონიშვნა (წესებსა და პირობებზე დათანხმება) და/ან ზემოთხსენებული სატელეფონო კომუნიკაცია ითვლება დასტურად ამ მონაცემების გადაგზავნაზე.