გარანტია და უპირობო დაბრუნება
Brandslab.ge ონლაინ მაღაზიაში შეძენილი ნივთის დაბრუნების და გადაცვლის პოლიტიკა
ტერმინთა განმარტება: მყიდველი, მოვაჭრე, მომხმარებელი იგულისხმება როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირი.
მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია)
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
1. დაბრუნების პოლიტიკა
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ეს ვადა აითვლება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − ბოლო ნივთის მიღებიდან;
დ) რეგულარულად მიწოდების შემთხვევაში − ნივთის პირველად მიღებიდან.
2. დაბრუნების პირობები
მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება ნივთის მფლობელობაში გადაცემიდან.
მოთხოვნისთვის საჭიროა დაბრუნების ფორმის შევსება (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე: info@brandslab.ge
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუბრუნოს საქონელი არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა და დაფაროს დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.
თუ ნივთი არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მახასიათებლებს, ნაკლიანი ან ტრანსპორტირებაში დაზიანებულია, დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე.
მომხმარებელი ვალდებულია დააბრუნოს ნივთი სრული კომპლექტაციით და თანდართული დოკუმენტაციით.
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ან მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი;
მალფუჭებადი ან მოკლე ვარგისიანობის მქონე პროდუქტი;
ჰერმეტულად დაცული პროდუქტი, რომლის ჰერმეტულობა დაირღვა;
ისეთი საქონელი, რომელიც განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
არამყარ მატარებელზე მიწოდებული ციფრული შინაარსი.
თანხის დაბრუნება
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს თანხა დაუბრუნოს დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში. თანხის დაბრუნება არ განხორციელდება მანამ, სანამ ნივთი არ დაბრუნდება ან არ წარედგინება დამადასტურებელი დოკუმენტი.
თანხის დაბრუნება მოხდება იმავე გადახდის საშუალებით, რაც მომხმარებელმა გამოიყენა, თუ სხვა შეთანხმება არ იქნა მიღწეული.